logo
ENG



რეზნიკოვი: კოალიცია "Leopard-მა" პარტნიორებთან ერთად იმუშავა!

25 იან 202318:20
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/25/ojm79zcw839hxfu.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემას ეხმაურება და აცხადებს, რომ კოალიცია "Leopard-მა" პარტნიორებთან ერთად იმუშავა.

"რამშტაინ 8-ის შეხვედრიდან 120 საათის შემდეგ, Leopard-ების ნებართვა მივიღეთ! კოალიცია "Leopard-მა" პარტნიორებთან ერთად იმუშავა! მართლაც, Leopard-ები კარგად გამოიყურებიან უკრაინაში!

ეს იყო გრძელი და რთული გზა, ათობით მოლაპარაკება, თუმცა შედეგს მაინც მივაღწიეთ! მადლობა ჩვენს გმირ ჯაროსკაცებს, მადლობა ყველა უკრაინელს, ვისაც გამარჯვების სურვილი აქვს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს. მოლაპარაკებების დროს ეს სურვილი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არგუმენტი იყო. დიდი მადლობა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, ჩემს კოლეგას - გერმანიის ახლად დანიშნულ თავდაცვის მინისტრს, გერმანელ ხალხსა და ყველას, ვინც მხარი დაგვიჭირა! დიდება უკრაინას!", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

დღეს, გერმანიის მთავრობამ დაადასტურა, რომ უკრაინას Leopard 2-ის 14 ტანკს გადასცემს. ამის შესახებ კანცლერმა ოლაფ შოლცმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. გარდა ამისა, გერმანია მესამე ქვეყნებს ტანკების გადაცემის ნებას დართავს.

მისივე თქმით, მიზანი იყო უკრაინისთვის სწრაფად შექმნილიყო Leopard 2-ის ტანკების ორი ბატალიონი და დაამატა, რომ პირველ ეტაპზე გერმანია თავისი მარაგებიდან 14 ტანკს გადასცემს.


close დახურვა